"რუსების მიერ გაშვებული 14 დრონიდან 9 ჩამოვაგდეთ" | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 14 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. როგორც უწყება ამბობს, უკრაინელებმა მათგან 9 დრონი დნეპროპეტროვსკის, ოდესის, მიკოლაევისა და ჟიტომირის ოლქებში ჩამოაგდეს.

"3 თებერვლის ღამეს მტერმა უკრაინას შეუტია შაჰიდ-136/131 ტიპის 14 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატით. სამხედროებმა მოახერხეს მტრის 9 დრონის განადგურება," - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საჰაერო ძალების თქმითვე, ოკუპანტებმა "შაჰიდების" მნიშვნელოვანი ნაწილი დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ენერგეტიკული ობიექტების მიმართულებით გაუშვეს. რუსები დრონებით უკრაინას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან (პრიმორსკო-ახტარსკი) და ოკუიპრებული ყირიმიდან (ჩაუდა) უტევდნენ.

ამას გარდა, ოკუპანტებმა ბელგოროდის რეგიონიდან უკრაინას ორი Kh-59 ტიპის საჰაერო რაკეტითაც შეუტია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მათი ჩამოგდება ვერ მოხერხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი