ქოლ-ცენტრების საქმე | რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, პროკურატურამ ყოფილი ძალოვანი დააკავა

გამოქვეყნდა:

ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიების ფარგლებში, ყოფილი სამართალდამცავი იოსებ მჭედლიშვილი დააკავეს. მჭედლიშვილი მთავარ პროკურატურაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააპატიმრეს. ინფორმაცია "მთავარ არხს" მჭედლიშვილის ადვოკატმა დაუდასტურა - "დაკავებით დააკავეს, სხვას ვერ გეტყვით ვერაფერს" - ამბობს ადვოკატი "მთავართან".

მჭედლიშვილი ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის  ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა.

შეგახსენებთ,  ორი დღის წინ, დედაქალაქში რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია ჩატარდა. პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო - საპროცესო მოქმედებები სწორედ  ტრანსნაციონალურ დანაშაულს,  ქოლ-ცენტრებს უკავშირდებოდა.

არსებული ინფორმაციით, მჭედლიშვილი კომპანიებს მართავდა, თუმცა მისი სახელი არსად ფიგურირებს და კომპანიები ფიქტიურ პირებზეა გაფორმებული.

პროკურატურას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. 

არსებული ინფორმაციით, ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში დღეს კიდევ ერთი პირია დაკავებული, თუმცა მისი ვინაობა უცნობია.

ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი