ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევა. მანამდე კი სასტუმრო ჩაკეტილია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. აპრილის შემდეგ კი ეს ახალი ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელია.