მოსამართლემ ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული 7-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული 7-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა მათ თაღლითობასა და თანხის მითვისებას ედავება. საუბარია 60 მილიონ ლარზე. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

"საქმის მასალები ცხადყოფს და ადასტურებს, რომ კონკრეტულად ჩემს  დაცვის ქვეშ მყოფ პირს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან  არ აქვს..ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც კი მუშაობდა და  არ ჰქონდა შემხებლობა სახელმწიფო ბრალდების მიერ ჩამოთვლილ კომპანიებთან. ამიტომ დაცვის მხარე უფლებას იტოვებს, რომ სამართლებრივად დაადასტურო სი გარემოება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არის უდანაშაულო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არის  ქართველ ებრაელი", - ამბობს ერთ-ერთი ბარლდებული ადვოკატი.

შეგახსენებთ, დედაქალაქში რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია ჩატარდა. პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო - საპროცესო მოქმედებები  ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ქოლ-ცენტრებს უკავშირდებოდა. საქმის გამოძიების ფარგლებში, ყოფილი სამართალდამცავი იოსებ მჭედლიშვილი დააკავეს. მჭედლიშვილი მთავარ პროკურატურაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააპატიმრეს. 

 საქართველოს პროკურატურამ 3 თებერვალს თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა.

ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი