ბათუმის ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ბათუმის მუნიციპალური ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი გამოუვლინდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ადასტურებს. რიჟვაძე მოუწოდებს მგზავრებს ტესტის ჩატარებისკენ მოუწოდებს. 

მინდა ყველას მოვუწოდო და ვთხოვო ვისაც შეხება ჰქონდა ამ სამარშუტო ხაზთან, ყველამ მიმართოს კონკრეტულ წერტილებს, რომელიც მოქმედებს ბათუმში, - თქვა რიჟვაძემ. 

კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“  მყოფ პირს.  

შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  აქედან 26 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.აქედან 21 საკონდიტრო მაღაზია დონას უკავშირდება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი