ადიგენის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" შეიქმნა. ფრაქცია სამი წევრისგან შედგება და ცნობილია, რომ მისი სამივე წევრი, ენმ-ს რიგებს, "ევროპული საქართველოს" დატოვების შემდეგ შეუერთდა.
ესენი არიან: ზურაბ შაინიძე, რატი ტატალაშვილი, ტარიელ მსხვილაძე.
ადიგენის საკრებულოში ამჟამად "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ევროპულ საქართველოსაც" თითო ფრაქცია აქვს.