ხელისუფლება საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ | გიგა კობალაძე საგამოძიებოში გამოიკითხა

გამოქვეყნდა:

საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა. გიგა კობალაძე დაკითხვაზე 3 დღის წინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. ასოციაციის ხელმძღვანელს გამოძიება თანხის გაფლანგვას ედავება, ოფისიდან უკვე ამოღებულია მთელი ფინანსური დოკუმენტაცია.

გიგა კობალაძე უკვე რამდენიმე თვეა საუბრობს ასოციაციის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ დაწყებულ რეპრესიებზე და იმაზე, რომ "ქართული ოცნება" ხელოვნურად ცდილობს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის განადგურებით მოქმედების სრული თავისუფლება მისცეს ავტორთა გაერთიანება კერას, რომლის დაფინანსებაში უდიდესი წილი აქვს რუსეთს.

"გამოძიებას როცა დასჭირდება, ნებისმიერს, მზად ვარ ვუპასუხოთ, ვინაიდან კანონთან შესაბამისობაშია ის საქმიანობა და აქედან გამომდინარე, ჩვენი დღევანდელი საგამოძიებო სამსახურში მოსვლა ემსახურებოდა, გაეგო სამსახურს, საგამოძიებო სამსახური მაქვს მხედველობაში, თუ რას საქმიანობს და რის საფუძველზე საქმიანობს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაცია. თუკი დასჭირდებათ, ჩვენ სხვადასხვა კითხვები შეიძლება სხვადასხვა ეტაპზე საჭირო გახდეს და ეს განმარტებებიც რა თქმა უნდა მიეცემათ. განცხადება, რაზეც აქვთ დაწერილი ავტორ-შემსრულებლებს თვითონ მიიღებენ პასუხს ასევე გამოძიებისგან." - განაცხადა კობალაძის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, საავტორო უფლებათა ასოციაციაში 2 თებერვალს ფინანსური შევიდა. ამოღებულია დოკუმენტაცია და კომპიუტერები. საგამოძიებო უწყება ასოციაციის ხელმძღვანელს, გიგა კობალაძეს  ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისებას ედავება.

უწყების ცნობით, გამოძიება ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე დაიწყო. თავად კობალაძე ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ საავტორო უფლებათა ასოციაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის რუსული სცენარი, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებს. მისი თქმით, უკვე წლებია ხელისუფლება საავტორო უფლებათა რუსულ კომპანიას ლობირებს, რომელიც ქართულ ბაზარზე ცდილობს დამკვიდრებას. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი