
სირიაში აშშ-ის უმსხვილეს სამხედრო ბაზაზე დრონის თავდასხმის შედეგად, ქურთი მოკავშირეების სულ მცირე ექვსი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) დრონების გაშვებაში ირანის მიერ მხარდაჭერილი მილიციელები დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, ექვსი "კომანდო მებრძოლი" ცალმხრივი თავდასხმის დროს დაიღუპა.
"ირანის მიერ მხარდაჭერილი მილიციელები იყენებდნენ სირიის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს დეირ ალ-ზურში, როგორც ტერორისტული თავდასხმის დასადგმელ ადგილს", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო პირველი მსგავსი ინციდენტი მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს ერაყსა და სირიაში, იორდანიის ბაზაზე დრონის თავდასხმის საპასუხოდ, რამდენჯერმე დაარტყა.
იხილეთ ასევე: