ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო ავრცელებს.
"მქონდა შესაძლებლობა მასთან მატარებელში მესაუბრა. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარია," - წერს გონჩარენკო Telegram-ზე.
როგორც უკრაინული მედია წერდა, კიევში ვიზიტის შესახებ ბორელმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადოსლავ სიკორსკისთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ "კიევისკენ მიემართებოდა", თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.