ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, უკრაინას ეწვევა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ბორელმა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რადოსლავ სიკორსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბორელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის "კიევისკენ მიემართებოდა", თუმცა დეტალები არ უთქვამს. მედიის ცნობით, ბორელი უკრაინაში ხვალ, 6 თებერვალს ჩავა.
ცნობისთის, ჯოზეფ ბორელმა კიევში ვიზიტი იანვარში დააანონსა.