
სტამბოლში, სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, 34 ადამიანი დააკავეს.
როგორც Reuters წერს, თურქეთის იუსტიციის მინისტრს, ილმაზ თუნჩს საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლში ცეცხლი ორმა შეიარაღებულმა პირმა გახსნა. ისინი პოლიციელებმა ადგილზე მოკლეს. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის სამი პოლიციელია.