
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს სრული იმუნიტეტი, რომ სათანადოდ იმუშაოს და გააკეთოს ის, რაც "ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გაკეთდეს" .
"ქვეყნის ასეთი დამღუპველი გადაწყვეტილება დაუშვებელია. ეს გადაწყვეტილება თუ არ გაუქმდება, საშინლად დააზარალებს არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს, არამედ ჩვენი ქვეყნის სიცოცხლეს, სუნთქვასა და წარმატებას", - წერს დონალდ ტრამპი
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიის ოლქის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კაპიტოლიუმის შტურმის საქმეში ტრამპს საპრეზიდენტო იმუნიტეტი ვერ დაიცავს.