ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინას 2024 წლის ბოლომდე მილიონზე მეტ ტყვია-წამალს მიაწვდის, - ამის შესახებ ბორელმა კიევში ვიზიტისას გააკეთა განცხადება.
მისივე თქმით, ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიული კომპლექსი აგრძელებს განვითარებასა და ზრდას.
"ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიული კომპლექსი აგრძელებს ზრდასა და განვითარებას. შეიძლება აღინიშნოს, რომ EU-ს შესაძლებლობები 40%-ით არის გაზრდილი", - თქვა ბორელმა კიევში ვიზიტისას.
შეგახსენებთ, რომ ჯოზეფ ბორელი უკრაინის დედაქალაქში, კიევში გუშინ ჩავიდა.