თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, დღეს სახალხო დამცველი გენერალურ პროკურორს შეხვდება.
ნინო ლომჯარიას, რომელიც საქმის შესწავლას აპირებს, სურს, რომ არსებულ კითხვებზე პასუხები ირაკლი შოთაძისგან მოისმინოს. საქმეში სახალხო დამცველის ჩართვის მიზანია, დადგინდეს, არის თუ არა გამოძიება კრიტიკული და ობიექტური.
შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენმა გენერალურ პროკურორთან შეხვედრა მას შემდეგ მოითხოვა, რაც დაღუპული პროგრამისტის ავტომანქანაში მისი კუთვნილი მეხსიერების ბარათი არ აღმოჩნდა.
მეხსიერების ბარათი, რომელიც შესაძლოა ბაჩალიაშვილის საქმეში გამოძიებისთვის მთავარი მტკიცებულება ყოფილიყო, ადვოკატის ინფორმაციით, საქმიდან საბოლოოდ გაქრა. პროგრამისტის პირადი ნივთი ვერც ავტომობილში ნახეს, ბაჩალიაშვილის მამა დარწმუნებულია რომ მეხსიერების ბარათი, გამოძიების პირველ ეტაპზე ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ გააქრო.