ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის პრობლემას ხელისუფლება აღიარებს. ირაკლი კობახიძეს დღეს მოუწია განმარტებების კეთება იმაზე, თუ რატომ ვერ ახერხებენ შესაბამისი უწყებები აფთიაქების დროულ და საფუძვლიან შემოწმებას. მითუმეტეს, რომ ხშირ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ფსიქოტროპული აფთიაქები სკოლებისა და საბავშვო ბაღების უშუალო სიახლოვეს მდებარეობს. "მთავარი არხის" ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ, ამ თემით, დღევანდელ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატი დაინტერესდა.
ავტორი: დავით კობიძე