"სათანადოდ მოვეკიდები ამ პასუხისმგებლობას" | კობახიძის პირველი კომენტარი გაპრემიერების შემდეგ

გამოქვეყნდა:

"სათანადოდ მოვეკიდები ამ პასუხისმგებლობას", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძე გაპრემიერების შემდეგ, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრობს. 

მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება არის თვისებრივად განსხვავებული სივრცე, განსხვავებული სფერო საქმიანობის, არის დიდი პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, სათანადოდ მოვეკიდები ამ პასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა, ახლო მომავალში, მყისიერად გადავალთ უკვე სამუშაო რეჟიმზე. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, დასაწყებია მუშაობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სათანადო პასუხისმგებლობით გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ამოცანაზე, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, საქართველოს მთავრობის წინაშე, - ამბობს კობახიძე.

დღესვე, სესიის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში მან პარლამენტში გამართული დისკუსია დაიწუნა: "დისკუსიის ხარისხი არ იყო ბოლომდეე დამაკმაყოფილებელი, თუმცა, იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად განვითარდება ჩვენთან პოლიტიკური კულტურა, რაც კიდევ უფრო შინაარსობრივს გახდის დისკუსიებს საქართველოს პარლამენტში".

მან შემდგომ პროცედურებზეც ისაუბრა და თქვა: "რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, პრეზიდენტის მხრიდან დანიშვნას, ეს არის უფრო მეტად ტექნიკური საკითხი. ასე ვიტყოდი, ამას არ აქვს რაიმე არსებითი სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობა და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი