"პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნას, რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შეიქმნას დაბრკოლება", - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
"საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას, რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შეიქმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება", - წერს ადმინისტრაცია.