
დღეს, 3 სექტემებერს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა აგროსექტორს შეღავათს გაუწევს და მოსავალს დაუსუბსიდირებს.
მიმდინარე ეპიდსიტუაციისა და გართულებული ვაჭრობის პირობებში, 1 კგ. ვაშლის ფასი 10 თეთრია, სუბსიდიის შედეგად კი მისი ფასი მინიმუმ 22 თეთრი იქნება. როგორც გახარიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მოსავალი მთლიანად რეალიზდეს და არც ერთი კილოგრამი გასაყიდი არ დარჩეს.
პრემიერმინისტრმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა გართულებულ ეპიდსიტუაციაზე. 2 სექტემბერს ინფიცირებულთა რაოდენობა 38-ით გაიზარდა , დღეს კი 20-ით. საჭიროა, ყველა უწყებამ და, პირველ რიგში, საზოგადოებამ უსაფრთხოების დადგენილი ნორმები დაიცვას.
შეგახსენებთ, რომ გარდა 20 ინფიცირებულისა, ბოლო 24 საათში კორონავირუსისაგან 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 26 მილიონს გადააჭარბა, 860 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.