რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია რამდენიმე ადამიანი, ასევე არიან დაჭრილები.
"მთავარი არხი" დამატებით დეტალებს არკვევს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
განახლება 11:47 საათი:
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოკლულია 4 ადამიანი, დაჭრილია კიდევ ერთი პირი. ბრალდებული ადგილზე დააკავეს.