მასობრივი მკვლელობა ქალაქ რუსთავში. ახალგაზრდა მამაკაცმა, რამდენიმე წუთში სანადირო თოფით 4 ადამიანი მოკლა. კიდევ ერთი დაჭრილი საავადმყოფოში ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია. მკვლელი პოლიციამ ბაზრის ტერიტორიაზევე დააკავა და ახლა მის მიმართ განზრახ მკვლელობის მუხლით საქმეა აღძრული.
დანაშაულის ქრონოლოგია ზედმიწევნითაა ცნობილი. თვითმხილველები ყვებიან რომ იარაღით ხელში დამნაშავე მისივე ნათესავის კუთვნილ მაღაზიაში შევიდა და დამიზნებით ადგილზე მოკლა. შემდეგ გასროლების სერია ბაზრის ტერიტორიაზე გაგრძელდა. კონკრეტულად დანაშაულის მოტივზე არავინ არაფერს ამბობს, თუმცა ცნობილია, რომ მკვლელს პრობლემები ჰქონდა.
შსს-ს ოფიციალური განცხადების შემდეგ, საიდანაც დაკავებულის სახელი და გვარი გახდა ცნობილი, გავრცელდა სხვადასხვა ფოტო, მათ შორის, "მთავარმა არხმაც" გაავრცელა სავარაუდო დამნაშავის ფოტო, რომელიც არასწორი აღმოჩნდა. "მთავარი არხი" ამის გამო ბოდიშს იხდის.