შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეიარაღების მიწოდებას - აცხადებს პენტაგონის სპიკერი პატრიკ რაიდერი.
„არსებობს გარკვეული თანხები, რომლებიც მიწოდებულია USAI-ის პროგრამის ფარგლებში [Ukrainian Security Assistance Initiative], რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის გარკვეულ შესაძლებლობებს.
ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა განვსაზღვროთ უკრაინის საჭიროებები და შემდეგ ვიმუშაოთ მათთან ამ პროცესის გასაადვილებლად“, - თქვა რაიდერმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის კანონპროექტის შემდგომი განხილვის შესახებ პროცედურული გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.