ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დასახმარებლად 95 მილიარდის გამოყოფას მხარი დაუჭირა. Reuters წერს, რომ გადაწყვეტილების მომხრე 62, წინააღმდეგი კი 28 სენატორი იყო.
ცნობილია, რომ ეს ჯერ საბოლოო კენჭისყრა არ არის. დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებაზე ახლა წარმომადგენელთა პალატამ უნდა იმსჯელოს.