უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ოლქს რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ამბობს, 44 წლის კაცი მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ცნობილია ერთი დაშავებულის შესახებ, რომელიც მტრის დრონის თავდასხმის შედეგად დაშავდა. 44 წლის კაცს ჭრილობა მხრის არეში აქვს მიყენებული. ამჟამად მას საავადმყოფოში უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება," - ამბობს კიპერი.
ასევე ნახეთ: