ავლაბარში მოკლული კაპანოვი ციხიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა | დანაშაულის დეტალები

გამოქვეყნდა:

ავლაბარში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე საათიანი საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ ორი ბრალდებული დააკავეს. ისინი ძმები არიან, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, 47 წლის ფელიქს კაპანოვს სახლთან დახვდნენ, სცემს, შემდეგ კი გადაჭრილი სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლეს. კაპანოვი  საპატიმროდან ცოტა ხნის გამოვიდა, წარსულში ნასამართლევი არიან დაკავებული ძმებიც

დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი