"მთავარის" ინფორმაციით, ჩიქოვანმა სამხედრო პოლიციის უფროსი გაათავისუფლა | ცნობილია მისი პირველი მოადგილის ვინაობაც

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი იქნება. ის ჯუმბერ პატიაშვილის შვილია და ჩვენი ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებულებას ჩიქოვანმა ხელი უკვე მოაწერა. კიდევ ერთი ცვლილება უკავშირდება სამხედრო პოლიციას. "მთავარის" ინფორმაციით, ჩიქოვანმა სამხედრო პოლიციის უფროსი გაათავისუფლა, თუმცა ვისით ჩანაცვლდება  კახა პეტრიაშვილი, ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ საკადრო ცვლილებები ორ სამინისტროში - თავდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებში განხორციელდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრის - ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე გიორგი ხაინდრავა სერგო ჯანელიძემ ჩაანაცვლა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია დატოვა ლელა ჩიქოვანმა და მოადგილემ - გიორგი ბუბუნაურმა.

ირაკლი ჩიქოვანის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ - დავით სუჯაშვილი და გრიგოლ გიორგაძე.

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ლევან დავითაშვილის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ: მარიამ ქვრივიშვილი, გენადი არველაძე, გურამ გურამიშვილი, ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი