აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილჰამ ალიევისადმი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილს აქვეყნებს.

"თქვენო აღმატებულებავ, 

ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებასა და გამარჯვებას თქვენი ქვეყნის სამსახურში და აზერბაიჯანელი ხალხის კეთილდღეობისათვის დაუღალავ ბრძოლაში.

ღრმად მწამს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ახალ სიმაღლეებზე ავიყვანთ ჩვენი ორი მოძმე ქვეყნის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას, რითაც მეტად გავაძლიერებთ საქართველოსა და აზერბაიჯანის როლს რეგიონის სტაბილურობის და განვითარების კუთხით. 

თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას და გისურვებთ წარმატებულ მოღვაწეობას, ხოლო აზერბაიჯანელ ხალხს - მშვიდობასა და კეთილდღეობას", - ნათქვამია წერილში.

მანამდე, მისალოცი წერილი გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც.

შეგახსენებთ, დღეს დილიდან "ოცნება" საქართველოს პრეზიდენტს ახალ ბრალდებებს უყენებს, რომ მან ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა. მათი შეფასებით, პრეზიდენტის ეს ქმედება მეზობლურ ურთიერთობებს აზიანებს. კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით კი ეს "პოლიტიკური სიბეცეა". 

მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხელისუფლების პასუხად განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს 9 თებერვალს ოფიციალური წერილით მიულოცა არჩევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი