"ასეთი გადაწყვეტილება არ მიმიღია, ან არ მიგვიღია გუნდში" | ჩიქოვანი თავდაცვის სამინისტროში აუდიტის შეყვანაზე

გამოქვეყნდა:

"ასეთი გადაწყვეტილება არ მიმიღია, ან არ მიგვიღია გუნდში", - ასე უპასუხა ახლადდანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, "მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვას, ფიქრობდა თუ არა, რომ არსებული პრობლემების გადაჭრის გზა იქნებოდა სამინისტროში აუდიტის შეყვანა და მაგალითად, ბოლო წლების განმავლობაში შესწავლა იმისა, რას საქმიანობდა უწყება, რომელიც ახლახან ჩაიბარა.

"გადაჭრის გზა, თუ არის რამე პრობლემა, გადაჭრის გზა იქნებოდა მენეჯმენტის გაუმჯობესება, ანუ რეალურად. ხოლო რა არის, ასევ ვთქვათ, გასაანალიზირებელი, რა თქმა უნდა ალბათ, აუდიტის სამსახურიც იქნებოდა ადეკვატური, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაზე, ჯერ-ჯერობით, მე ვერ ვისაუბრებ. ასეთი გადაწყვეტილება, არ მიმიღია, ან არ მიგვიღია გუნდში." - განაცხადა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის თქმით, მან უკვე წარადგინა სამინისტროს ახალი შემადგენლობა და დამატებით კიდევ იქნება წარდგენები.

"როდესაც ახალი მინისტრი ინიშნება კონკრეტულ თანამდებობაზე, მისი მოადგილეები ასევე არიან, ასე ვთქვათ, გათავისუფლებულები. მე წარვადგინე სხვა შემადგენლობა, კიდევ იქნება დამატებით წარდგენები." - თქვა ჩიქოვანმა.

"მთავარი არხისთვის" წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ივანიშვილი "ოცნების" მაღალჩინოსნების რიგებში ფულის გამფლანგავებს ეძებს, არ არის გამორიცხული ერთ-ერთი სწორედ ჯუანშერ ბურჭულაძე იყოს, რომელიც დიპლომატიური მისიის ნაცვლად, შესაძლოა, საგამოძიებო უწყებებში ატარონ. პრობლემებია, იმ სამინისტროშიც, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი