ავლაბარში, ფელიქს კაპანოვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ძმებს ბრალი წარუდგინეს

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობისა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა.

საუბარია ავლაბარში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე, რომელზეც ძმები დააკავეს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მათ წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ერთ პირს სხვადასხვა საგნებით სცემეს, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 თებერვალს, თბილისში, კიკეთისა და სომხეთის ქუჩების კვეთაზე, ბრალდებულმა ძმებმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ერთი პირი ჯგუფურად, სხვადასხვა საგნების გამოყენებით სცემეს. იმავე დღეს, ბრალდებულები ავტომობილით, თბილისში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათ მიერ ნაცემი პირი დაინახეს. ავტომობილში მჯდომმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.   

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის ფელიქს კაპანოვი ცეცხლსასროლი იარაღით ავლაბარში  მოკლეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი