უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის სენატის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამერიკელ სენატორებს მადლობას უხდის. ზელენსკი წერს, რომ ამერიკული დახმარება უკრაინისთვის სამართლიან მშვიდობას მოიტანს და აღადგენს გლობალურ სტაბილურობას მთელი თავისუფალი სამყაროსთვის.
"შეერთებული შტატების შემდგომი დახმარება საშუალებას მოგვცემს გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე რუსული ტერორისგან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქებში ცხოვრება გაგრძელდება და ომზე გაიმარჯვებს" აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი უკრაინის, ისრაელის, ტაივანის დახმარებას აერთიანებს და ჯამში 95 მილიარდ დოლარს მოიცავს. სენატის დამტკიცების შემდეგ, პროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.