"ქართული ოცნება" კორუფციასთან ბრძოლას მორიგ ფარსად აქცევს. ისედაც სკანდალურ ანტიკორუფციულ ბიუროში, რომლის უფროსიც პირდაპირ პრემიერმინისტრს ემორჩილება, არანაკლებ სკანდალური საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს. ბიუროს უფროსის მრჩევლად დაინიშნა ბიზნესმენი, რომელიც მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებთან და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან არის დაკავშირებული.
ვასილ ბაბლუანი, რომელმაც სამსახურის უფროსს კორუფციასთან ბრძოლის რჩევები უნდა მისცეს, წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" შემწირველი იყო და პარტნიორებთან ერთად პარტიის ანგარიშზე მილიონ ლარზე მეტი აქვს გადარიცხული.
"სონღულაშვილი ჩემი პარტნიორია, უჩა მამაცაშვილი თვალითაც არ მინახავს...", - ამბობს ბაბლუანი.