
"თუ წარმომადგენელთა პალატა საგარეო დახმარების კანონპროექტს არ მიიღებს, მსოფლიოს აშშ-ის იმედი აღარ ექნება", - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
"თუ ჩვენ არ გავაკეთებთ, ეს გაუგზავნის სიგნალს არა მხოლოდ მოკავშირეებსა და პარტნიორებს, არამედ პოტენციურ მოწინააღმდეგეებსაც, რომ შეერთებული შტატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ვიყოთ ლიდერები მსოფლიო ასპარეზზე, რომ არ შეგვიძლია პატივი ვცეთ ჩვენ მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რომლებიც აწარმოებენ ჭეშმარიტად კრიტიკულ ბრძოლას", - განაცხადა კირბიმ.
კირბიმ აღნიშნა, რომ უკრაინა და ისრაელი აგრძელებენ ბრძოლას დემოკრატიისა და საკუთარი ხალხის სიცოცხლისთვის და ეს დახმარება მათთვის კრიტიკულად აუცილებელია.
"ჩვენ მადლობელი ვართ სენატში ორპარტიული ხელმძღვანელობისთვის, ახლა დროა პალატამ იგივე გააკეთოს", - თქვა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
კირბის თქმითვე, სპიკერს მაიკ ჯონსონს, თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრისას, ჰქონდა შესაძლებლობა პირდაპირ მოესმინა, თუ რატომ არის აუცილებელი უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერა.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს აშშ-ის კონგრესის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარებას აერთიანებს და ჯამში 95 მილიარდ დოლარს მოიცავს. სენატის დამტკიცების შემდეგ, პროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.
იხილეთ ასევე: