Sky girls-ის მენეჯერის დაკავების შემდეგ, "მთავარისთვის" ცნობილი ხდება, რომ დაკითხვაზე იმყოფება მენეჯერის მეუღლე რომეო ჩხაიძე.
მანამდე კი თბილისში Sky girls-ის მომხდარი ძალადობის საქმეზე, ბარის მენეჯერი დააკავეს. საქმეზე განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის დაცვის თანამშრომლებთან ერთად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
მანამდე კი სამართალდამცველებმა "სქაი გერლს" ბარში დაცვის მიერ კლიენტების ცემის საქმეზე 2 პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ არარეალური ანგარიშის გაპროტესტების გამო, "სქაი გერლს" ბარში ახალგაზრდა სასტიკად სცემეს.