კიბერთავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე - ჰაკერების კვალი რუსეთამდე მიდის

გამოქვეყნდა:

უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები ლუგარის ლაბორატორიაზე მომხდარ კიბერშეტევას რუსეთს უკავშირებენ. ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა დაემთხვა ბრალდებას ე.წ. ნოვიჩოკის საქართველოში წარმოების შესახებ, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოს ოფიციალურმა პირებმა სწორედ საქართველოსა და აშშ-ს ლაბორატორიას დაუკავშირეს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 3 სექტემბერს ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმა განცორციელდა.
ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 

უწყების ცნობით, კიბერთავდასხმის მიზანი იყო ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაში დაცული დოკუმენტაციის და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

მოპარული დოკუმენტაციის ნაწილი უკვე ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზეა ატვირთული და ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი