"ვენეციის კომისია უმაღლესი სტანდარტის დამდგენია, როდესაც საქმე ეხება კანონიერ გადაწყვეტილებებს. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვენეციის კომისიის მიერ დადგენილი რეკომენდაციები შესრულებული იქნება მაქსიმალურად. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ მომავალ კვირას ბრიუსელში, სადაც ასევე იქნება საქართველოს პრემიერმინისტრი, ხოლო ევროკავშირს წარმოადგენს უმაღლესი წარმომადგენელი ოლივერ ვარჰეი. ასე რომ, საუბრები გრძელდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია იქნება სრულად დანერგილი"
ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე საუბრისას