
"დღევანდელ რუსეთში თავისუფალ სულებს სიკვდილით სჯიან... პატივს მივაგებ ალექსეი ნავალნის ხსოვნას" - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წერს და ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება.
დღევანდელ რუსეთში თავისუფალ სულებს გულაგში ათავსებენ და სიკვდილით სჯიან. ეს გასაბრაზებელი და აღსაშფოთებელია.
პატივს მივაგებ ალექსეი ნავალნის ხსოვნას, მის ერთგულებას, გამბედაობას. ჩემი ფიქრები მის ოჯახთან, ახლობლებსა და რუს ხალხთანაა, - წერს მაკრონი.