"დამნაშავეები არიან ნატო, აშშ, შოლცი, სუნაკი, ზელენსკი" | რუსეთი ნავალნის სიკვდილში დასავლეთს ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ალექსეი ნავალნის მკვლელობაში დასავლეთს ადანაშაულებს:

„ყველა მათგანი, მათი სახელები კარგად არის ცნობილი: ნავალნის სიკვდილში დამნაშავეები არიან ნატოს გენერალური მდივანი და აშშ-ის ხელმძღვანელობა, შოლცი, სუნაკი და ზელენსკი. სწორედ ისინი, ვინც მიიღეს უამრავი წარუმატებელი გადაწყვეტილებები და მიჯაჭვულნი არიან თავიანთ პოზიციებზე, სარგებლობენ მისი სიკვდილით“, - აცხადებს ვოლოდინი.

ნავალნის გარდაცვალებაზე იგივე შინაარსის კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც:

„ნატოს ქვეყნების ლიდერების მყისიერი რეაქცია ნავალნის მკვლელობაზე რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი ბრალდებების სახით, თვითგამომჟღავნებაა. სასამართლო ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ დასავლეთის დასკვნები უკვე მზადაა“, - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

47 წლის ასაკში, ალექსეი ნავალნი დღეს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. ნავალნის სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ უკვე დაასახელა თრომბი.

ფაქტს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი