ყოფილი ჯარისკაცები განსასჯელის სკამზე | საეჭვო გარემოებები კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის გარდაცვალების საქმეში

გამოქვეყნდა:

თვითმკვლელობა თუ სუიციდის ინსცენირება - პირველი ქვეითი ბრიგადის კაპრალის გარდაცვალების საქმე სულ უფრო ბურუსით მოცული ხდება. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ ირაკლი აფრიამაშვილი საკუთარმა კოლეგებმა შურისძიების მიზნით სასტიკად სცემეს  და სამხედრო ნაწილში ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, რის შემდეგაც კაპრალმა ზეწოლას ვერ გაუძლო და სახლთან ახლოს ნაძვნარში თავი მოიკლა. თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს ოჯახი, აფრიამაშვილები დარწმუნებულები არიან რომ საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე ჯარისკაცი ცემით მოკლეს და სუიციდის ინსცენირება მოაწყვეს.  ახლა საბრალდებო სკამზე 3 ყოფილი სამხედრო ზის თუმცა არ არის გამორიცხული რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი