"არსებობს ისეთი შხამები, რომლებიც უკვალოდ იშლებიან...თრომბზე საუბარი არადამაჯერებელია" | ექიმი პროკოფიევი ნავალნის სიკვდილზე

გამოქვეყნდა:

რუსული გამოძიების ოფიციალური ვერსიის მიხედვით, ციმბირის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ალექსეი ნავალნიმ გასეირნების დროს თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. ციხის ადმინისტრაცია კი ამტკიცებს, რომ მედიკოსებმა მის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ უშედეგოდ.  

რუსული სახელისუფლებო-პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, 47 წლის რუსი ოპოზიციონერი რომელიც რუსეთში 4 წლის წინ "ნოვიჩოკის" ჯგუფის მომწამვლელი ნივთიერებით მოწამვლას გადაურჩა, ციხეში თრომბის გამო მოკვდა. სამედიცინო გაკვეთის გარეშე, თრომბზე საუბარი ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ ანდრეი პროკოფიევს არადამაჯერებლად მიაჩნია და აცხადებს, რომ აცხადებს, რომ ნავალნის სიკვდილის გარემოება დასავლეთის სასამართლო-სამედიცინო ცენტრმა უნდა დაადგინოს.

"ნავალნის სიკვდილის გარემოება დასავლეთის სასამართლო სამედიცინო ცენტრმა უნდა დაადგინოს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ეს შანსი არ არის ასპროცენტიანი, რადგან არსებობს ისეთი შხამები, რომლებიც უკვალოდ იშლებიან. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ფოსფორორგანული შენაერთებით მოწამვლის ყველა ნიშანი აშკარა იყო, მაშინაც კი რაფაელოს და ღმერთმა უწყის კიდევ რამდენნაირი ფანტასტიკური ვერსია არ იქნა წამოყენებული. თრომბის მოწვეტაზე საუბარი არადამაჯერებელია," - თქვა პროკოფიევმა "ნასტოიაშჩეე ვრემიას" ეთერში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი