კასიანოვი: "მნიშვნელოვანი და დროული შეხვედრა. მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ ეს შედგა"

გამოქვეყნდა:

ანდრეი კასიანოვი, რომელიც საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობას ასრულებდა, ვოლოდიმირ ზელენსკისა და სალომე ზურაბიშვილის აუდიენციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ბოლოსდაბოლოს ეს შეხვედრა შედგა. 

"მნიშვნელოვანი და დროული შეხვედრა. მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ ეს შედგა!
მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის  და ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის უკრაინისთვის ურთულეს დროს.

ვაფასებთ და მადლობას ვუხდით ქართველ მოხალისეებს და თანამებრძოლებს, მუდამ გვერდში დგომისთვის! ჩვენთვის თქვენ ნამდვილი გმირები ხართ!

აუცილებლად ერთად დავიბრუნოთ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინისა და საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებს
ძალა ყოველთვის ერთობაშია!

ერთად გამარჯვებისთვის ჩვენს საერთო მტერზე - ფაშისტურ რუსეთზე!" წერს კასიანოვი.

 სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიუნხენში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი