პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოსა და კადრებს ზურაბიშვილი Facebook გვერდზე ავრცელებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების პირველი შეხვედრაა.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენში უსაფრთხოების რიგით 60-ე კონფერენცია იმართება. მასში საქართველოს პრეზიდენტის გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც მონაწილეობს. პრემიერი ირაკლი კობახიძე მასში მონაწილეობას არ მიიღებს. კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა.