
ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დასახელდა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Meduza ნავალნის გუნდის წევრზე, ივან ჟდანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჟდანოვის თქმით, ნავალნის დედას კოლონიაში შვილის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დაუსახელეს.
Meduza აღნიშნავს, რომ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში, ასეთი დიაგნოზი არ არსებობს.
შეგახსენებთ, ნავალნი ციმბირის ციხეში გუშინ დაიღუპა. ამ დრომდე უცნობია სად არის მისი ცხედარი. რამდენიმე საათის წინ ნავალნის დედასა და ადვოკატს ის სალეხარდის მორგში უთხრეს, რომ ცხედარი მათთან არ იყო.
ნავალნის სიკვდილის მიზეზად, რუსულმა პროპაგანდისტულმა მედია Russia Today-მ ჯერ კიდევ გუშინ, თრომბი დაასახელა.