ყინწვისის ფრესკები განადგურების საფრთხის წინაშე | სასულიერო პირები "მთავარ არხთან" საუბარს თავს არიდებენ

გამოქვეყნდა:

რა ხდება ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში და ემუქრება თუ არა საუკუნოვან უნიკალურ ფრესკებს საფრთხე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ამტკიცებს, რომ ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში შემოწმების შემდეგ წყლის ინფილტრაციისა და ფრესკების დაზიანების ფაქტი არ დადასტურდა და ამის შესახებ გავრცელებულ ცნობებს "დეზინფორმაციას" უწოდებს.

"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი დღეს ყინწვისის მონასტერში იმყოფებოდა, თუმცა სასულიერო პირებმა ამ საკითხზე საუბარს თავი აარიდეს და დუმილი ამჯობინეს.

შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მონასტერში წყლის ჩასვლისა და ფრესკების დაზიანების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა. ის წერდა, რომ ტაძარში წყალი არაერთ ადგილასაა ჩასული. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი