რამდენიმე დღეში ვბრუნდები - არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციიდან

გამოქვეყნდა:

თვითიზოლაციაში მყოფი არჩილ თალაკვაძე Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, სადაც სპეციალური პროგრამით, მისი "სიბერეა" ასახული. "რამდენიმე დღეში ვბრუნდები. Comeback", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძე დღემდე თვითიზოლაციაშია. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ 30 აგვისტოს, კორონავირუსი მის პირად დაცვას დაუდასტურდა. 

"პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში გადავიდა", - ამბობდნენ მაშინ პარტიის პრესსამსახურში.

3 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ თალაკვაძეს კორონავირუსი არც განმეორებითი ტესტირებისას დაუდგინდა. პრესსამსახურის ცნობითვე, პარლამენტის თავმჯდომარე აქტიურ საპარლამენტო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას, 12-დღიანი თვითიზოლაციის ამოწურვისთანავე დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 30 აგვისტოსვე, კორონავირუსი "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის თანამშრომელს დაუდასტურდა. როგორც "მთავარ არხს" მმართველი გუნდის პრესსამსახურმა უთხრა, ვირუსით ინფიცირებული პაციენტი "ოცნების" ტექნიკური სამსახურის თანამშრომელია.  

3 სექტემბრის  მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 568
  • გამოჯანმრთელებულია - 1 279
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6 185
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 215, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი