ნავალნის ცხედარს ოჯახს კიდევ ორი კვირა არ გადასცემენ | იარმიში

გამოქვეყნდა:

ნავალნის თანამოაზრეების ცნობით, პოლიტიკოსის ცხედარს ოჯახს კიდევ ორი კვირა არ გადასცემენ.

როგორც გამომძიებლებმა ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატებს უთხრეს, ვიდრე ექსპერტიზა არ დასრულდება, რასაც სწორედ 2 კვირა დასჭირდება, ცხედარი მორგში დარჩება.

„გამომძიებლებმა ალექსეის ადვოკატებსა და დედას უთხრეს, რომ ცხედარს არ გადასცემდნენ. მას კიდევ 14 დღე (!) ჩაუტარდება რაიმე სახის „ქიმიური ექსპერტიზა“, - წერს ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერის ცხედრის გადაცემას მისი ადვოკატი და დედა მე-3 დღეა უშედეგოდ ითხოვენ. იმის მიუხედავად, რომ ​"ნოვაია გაზეტას" წყაროს მიხედვით, ნავალნის ცხედარი ქალაქ სალეხარდის მორგში გუშინ, 18 თებერვალს იპოვეს, ოჯახის წევრებს მისი ნახვის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი