
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით, აშშ მოსკოვისთვის ახალი სანქციების შემოღებას განიხილავს.
"ჩვენ უკვე გვაქვს სანქციები, მაგრამ ვეძებთ დამატებით სანქციებს, დიახ", - თქვა ბაიდენმა.
ცნობისთვის, დღესვე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბარბოკმა იულია ნავალნაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბერლინი დაჟინებით მოითხოვს ახალი სანქციების დაწესებას რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერის ცხედრის გადაცემას მისი ადვოკატი და დედა მე-3 დღეა უშედეგოდ ითხოვენ. იმის მიუხედავად, რომ "ნოვაია გაზეტას" წყაროს მიხედვით, ნავალნის ცხედარი ქალაქ სალეხარდის მორგში გუშინ, 18 თებერვალს იპოვეს, ოჯახის წევრებს მისი ნახვის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევათ.