"უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს არ დაბლოკავს" | სიიარტო

გამოქვეყნდა:

"უნგრეთი არ დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს", - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა და აღნიშნა, რომ სანქციების მომზადების ეტაპზე უნგრეთის ინტერესების საწინააღმდეგო ყველა პუნქტის ამოღება შესაძლებელი იყო.

"უნგრეთი არ დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს, რადგან მომზადების ეტაპზე შესაძლებელი იყო ყველა პუნქტის ამოღება, რომელიც ეწინააღმდეგება უნგრეთის ინტერესებს", - განაცხადა სიიარტომ.

მან ასევე თქვა, რომ უკრაინაში რუსი დამპყრობლების სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-2 წლისთავი ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სასაუბრო "შემთხვევა უნდა იყოს".

მანამდე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ EU-ს სანქციების მე-13 პაკეტსაც დაბლოკავდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი