ღარიბაშვილი წინასაარჩევნოდ მოქალაქეთა მძიმე სოციალური პირობებით მანიპულირებს - "საია"

გამოქვეყნდა:

წინასაარჩევნოდ მოქალაქეთა მძიმე სოციალური პირობებით მანიპულაცია და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავდაცვის მინისტრის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დავალიანება ჩამოეწერებათ:

ხელისუფლების ინიციატივა შეუმსუბუქოს მოქალაქეებს ფინანსური წნეხი მისასალმებელია, თუმცა არჩევნების წინ ამ ნაბიჯის გადადგმა ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს. მინისტრს ამის გაკეთება კენჭისყრის დღის შემდეგაც შეეძლო. აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივის გასაჯაროების დრო, წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების წინა დღეა. ეს კიდევ ერთი მანიპულაციაა. ხელისუფლებამ ამით თავი აარიდა იმ რეგულაციებს, რომელიც მას ამ დროს ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებას უკრძალავს. საიას მიიჩნევს, რომ მოქალაქეების მძიმე სოციალური პირობების საარჩევნო მიზნით გამოყენება მიუღებელია." ნათქვამია "საიას" განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 1 მლნ 600 ათასი ლარის დავალიანება, დაახლოებით 1000-მდე მოქალაქეს ჩამოეწერება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი