"ყველამ მიხედოს საკუთარ ქვეყანას", - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ემანუელ მაკრონის თანაპარტიელ ნატალი ლუაზოს, რომელმაც შარლ მიშელს, ურუსლა ფონ დერ ლაინესა და ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართა და ალექსეი ნავალნის სიკვდილის ფონზე სთხოვა, მეტი ყურადღება მიაქციონ ციხეში მყოფ პოლიტიკური ოპონენტების ბედს. ევროპარლამენტარის წერილში საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე.
მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ზურაბიშვილი. ჩვენ კარგად ვხედავთ ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებს, რაც ხდება ზურაბიშვილზე. ეს განცხადებები. მე ერთ რამეს ვიტყოდი, რომ ყველამ მიხედოს საკუთარ ქვეყანას. დღეს ძალიან სერიოზული პრობლემები და გამოწვევებია მსოფლიოში, ყველა ქვეყანას აქვს თავისი პრობლემა და ჩვენს პრობლემას, ჩვენს ტკივილს ჩვენ თვითონ მივხედავთ და როგორმე მოვაგვარებთ და მოვუვლით, - ამბობს კალაძე.