
ალექსეი ნავალნის ცოლი დასავლეთს მოუწოდებს, არ აღიარონ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები. ამის შესახებ განცხადება იულია ნავალნაიამ ბრიუსელში, ევროპელ ლიდერებთან საუბრისას გააკეთა.
"პუტინმა ჩემი ქმარი არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე მოკლა. ეს არჩევნები ყალბია, მაგრამ პუტინს მაინც სჭირდება პროპაგანდისთვის. მას სურს, რომ მთელმა მსოფლიომ დაიჯეროს, რომ რუსეთში ყველა მხარს უჭერს და აღფრთოვანებულია. არ დაიჯეროთ ამ პროპაგანდის.
არ აღიაროთ ეს არჩევნები. პრეზიდენტი, რომელმაც მოკლა თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, ლეგიტიმური არ შეიძლება იყოს" - თქვა ნავალნაიამ.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 17 მარტს ჩატარდება.
იხილეთ ასევე: