
Super Bowl-ის გამარჯვების აღლუმზე მომხდარი სროლისთვის ორ ზრდასრულ კაცს ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
ბრალდებულები დომინიკ მილერი და ლინდელ მეისი არიან, რომლებმაც, უწყების ცნობით, ისროლეს, რის შედეგადაც ხალხიც დაიჭრა. მანამდე, გასულ კვირას, ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და გამოყენების, ასევე დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევისთვის ბრალი კიდევ ორ მოზარდს წაუყენეს.
ჯექსონის ოლქის პროკურორმა ჟან პიტერ ბეიკერმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორ სრულწლოვანს, მილერსა და მეისს, ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობაში, შეიარაღებულ დანაშაულებრივ ქმედებებსა და იარაღის უკანონო გამოყენებაში წაუყენეს.
"ესენი მოზრდილები არიან... არსებობს ორი არასრულწლოვანი, რომლებზეც უკვე საკმაოდ ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია მედიის მიერ. მათ ამ დროისთვის სხვა ოფისი აკონტროლებს." - განაცხადა პიტერს ბეიკერმა და განმარტა დაბნეულობა ახალი ბრალდებების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სროლის დროს ქალი დაიღუპა და 22 ადამიანი დაშავდა. პოლიციის თქმით სროლა ორ კაცს შორის ურთიერთშელაპარაკების ფონზე მოხდა.
იხილეთ ასევე: